დავით ზარდიაშვილი: „არაპოლიტიკოსი და ხშირად ანტი-პოლიტიკოსი საქმოსანი ივანიშვილი იმდენად მძლავრია, რომ თავადვე განაპირობებს პოლიტიკოსთა დისკრედიტაციას”

დავით ზარდიაშვილი: „არაპოლიტიკოსი და ხშირად ანტი-პოლიტიკოსი საქმოსანი ივანიშვილი იმდენად მძლავრია, რომ თავადვე განაპირობებს პოლიტიკოსთა დისკრედიტაციას”

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ყველაზე არსებითი 2012 წლის შემდგომ საქართველოში შექმნილ ვითარებაში ალბათ ეს არის: მმართველი პარტიის დამფუძნებელი და ერთპიროვნული ლიდერი ივანიშვილი - საქმოსანია და არა პოლიტიკოსი!

ჩემთვის უდავოა - მისი მთავარი მოტივაციაცა და ინტერესიც საკუთარი რესურსით საქვეყნო საქმეა! ეს რომ ნამდვილად ასეა, თუნდაც მხოლოდ აქედან ნათლად ჩანს: 1 მილიარდ ევროს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესაქმნელად, რაც არა კერძო, არამედ სწორედაც სახელმწიფო სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება, არავითარ შემთხვევაში არ გაიმეტებდა!

სკეპტიკოსები იმასაც იტყვიან, ეგ მხოლოდ სამომავლო დაპირებაა, რაც ან შესრულდება ან არაო!

ხოლო პოლიტიკური ოპონენტები კი ამას ამბობენ - ივანიშვილმა რადგან სახელმწიფო მიიტაცა, ყველა სახელმწიფო დაწესებულებაც ასევე მისია და მილიარდი ევროც პირადი და არა საქვეყნო იქნებაო.

მაგრამ სკეპტიკოსების პასუხად ხომ ჯიუტი ფაქტია: უკვე 3 მილიარდამდე დოლარს ივანიშვილი არ მოახმარდა საქვეყნო საქმეებს, რომელთა მასშტაბი და ოდენ ჩამონათვალიც კი, ბევრად აღემატება ისტორიულად ცნობილი ყველა ქართველი ქველმოქმედის ღვაწლს ერთად აღებულს; იგი მილიარდერია, მაგრამ საკუთარი მილიარდების ნახევარს საქვეყნო საქმეებს ახმარს.

პოლიტიკური ოპონენტების საპასუხოდ კი, რომლებიც "სახელმწიფოს მიტაცების" ბრალდებით გამოდიან, ეს უნდა ვთქვათ:

ივანიშვილს საქმის აზარტი და არა ძალაუფლების ნება ამოძრავებს. იგი პოლიტიკოსი არ არის და პოლიტიკაში მხოლოდ იმიტომაა, რომ საქმის კეთება შეძლოს და ეს ვნება დაუბრკოლებლად დაიკმაყოფილოს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ მას ერთგვარი, "კლასობრივ მტრობას" ვერ დავარქმევდი, მაგრამ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება , როგორც საქმოსანს - პოლიტიკოსებთან უდავოდ აქვს; ხოლო ეს დამოკიდებულება არის ქვეყნისთვის საბედისწერო.

რასაკვირველია, იგი თავისთვის სამართლიანად ფიქრობს, რომ ვინაიდან ქვეყნის წინაშე იმდენად ღვაწლმოსილია, რომ ბადალი და კონკურენტი ნამდვილად არა ჰყავს, ყველაზე გავლენიანი მოქალაქეც თავადვე არის და მის სიტყვას უფრო დიდი წონა აქვს, ვიდრე ყველა პოლიტიკოსისას ერთად აღებულს.

მით უმეტეს, რომ რიგითი ქართველის თვალში თითქმის ყველა ქართველი პოლიტიკოსი სახელგატეხილი და დისკრედიტირებულია!

ვიმეორებ - ეს, ე.ი. ივანიშვილის ყოვლად გაუწონასწორებელი და გრანდიოზული გავლენა, შესაძლოა, ობიექტურადაც სამართლიანია, მაგრამ საბედისწერო!

საბედისწეროა იმდენად, რამდენადაც ივანიშვილი თავისი "მოწოდებითა და პროფესიით" (ვებერის ტერმინი რომ გავიხსენოთ) სწორედაც რომ ანტი-პოლიტიკოსია, რომლის გადამწყვეტი გავლენაც ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესზე საერთოდ აზრს მოკლებულს ხდის საქართველოში პოლიტიკოსობას;

რასაკვირველია, ამ შინაგანი წინააღმდეგობით შეიძლება ბევრი დღეს არსებული აბსურდის ახსნაც;

მოჯადოებულ წრესთან გვაქვს საქმე - დისკრედიტირებული პოლიტიკური კლასი ქვეყანას ვერ ალაგებს, ხოლო არაპოლიტიკოსი და ხშირად ანტი-პოლიტიკოსი საქმოსანი ივანიშვილი იმდენად მძლავრია, რომ თავადვე განაპირობებს პოლიტიკოსთა დისკრედიტაციას. პრაქტიკულად ეს ასე გამოიყურება:

ცხადია - მმართველი პარტია ივანიშვილის კლიენტელად აღიქმება და დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის სახელი მის გუნდში თითქმის არავის აქვს; ვნახოთ, იქნებ გახარიამ შეძლოს ამ სახელის, რაც როგორც ძლიერმა პოლიტიკოსმა მოიპოვა, შენარჩუნება, თუმცა ესეც საეჭვოა!

ხოლო ოპოზიციის შემთხვევაში საქმე უკიდურესად უიმედოდ არის: ისინი მხოლოდ იმდენად არიან პოლიტიკოსები, რამდენადაც ივანიშვილის მიმართ მტრობა, 2012 წლის გამო შურისძიება და მისი დამხობა-გაცამტვერების ბოროტი ჟინი ამოძრავებთ! მათი წარმატება კი იმავდროულად ყველა საქვეყნო საქმის, რისი მოთავეც მხოლოდ ივანიშვილია, დანგრევას ავტომატურად განაპირობებს.

რა უნდა მოხდეს, რომ ივანიშვილს, როგორც საქმოსანს გააჩნდეს შეუზღუდავი ასპარეზი და სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა, მაგრამ ისე, რომ ქვეყანა პოლიტიკოსებმა განაგონ და არა მან თავად, ეგ არ ვიცი.

არ ვიცი, რადგან პოლიტიკოსთა კლასს, რომელსაც შეუძლია ივანიშვილი არც ბატონად და მითუმეტეს, არა მტრად, არამედ უმთავრეს მოკავშირედ დაიყენოს, ვერა ვხედავ!

ივანიშვილის ბუნებრივი მოკავშირე - ქართველი ხალხია. მაგრამ ხალხი პასუხისმგებლიან პოლიტიკოსთა კლასის გარეშე, მუდმივად საფრთხეშია, რომ ან გასაპარსი ცხვრების ფარას, ანდაც უარესი - გაშმაგებულ ბრბოს დაემსგავსოს!

სოციალისტი დიდი მადლობა კახელო, დიდი ხანი ვფიქრობდი მოკლედ და შინაარსობრივად როგორ გადმომეცა ის რაც თქვენ ასე ადვილად თქვით - "ივანიშვილს საქმის აზარტი და არა ძალაუფლების ნება ამოძრავებს. იგი პოლიტიკოსი არ არის და პოლიტიკაში მხოლოდ იმიტომაა, რომ საქმის კეთება შეძლოს და ეს ვნება დაუბრკოლებლად დაიკმაყოფილოს".
4 წლის უკან
Maverick ივანიშვილი ფიქრობს და მოქმედებს ამგვარად: ხელფასების, დანამატების, ხაზინის ვირთხა, გაუმაძღარი, უმადური და მოხტუნავე პოლიტ ბნელიტის კუჭის ამოვსებას, ჯობს ქვეყანას ვარგო, აშენებულს და გაკეთებულს ქვეყანას, მომავალ თაობას დავუტოვებ, ამათი?!
ამათი დედაც მო...დის ტყ...იბულიდანოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო...
4 წლის უკან