დაპირისპირება მღვდელმთავრებს შორის - რა ხდება საპატრიარქოში?

დაპირისპირება მღვდელმთავრებს შორის - რა ხდება საპატრიარქოში?

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის მეუფე ანანიასთვის უცნობია, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესა და მეუფე პეტრეს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, ანდრია ჯაღმაიძეს მეუფე პეტრე სიტყვიერად დაუპირისპირდა, არაკაცი და ზონდერი უწოდა. არსებული ინფორმაციით, მეუფე პეტრე საკითხის სინოდის სხდომაზე განხილვას ითხოვს.

„მღვდელმთავრის შეურაცხყოფა არ შეიძლება, წარმოუდგენელია. პირველად მესმის ეს ფაქტი. არც გამიგია. გავერკვევით, დღეს ალბათ იტყვის რომელიმე მეუფე, - განაცხადა მეუფე ანანიამ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ საპატრიარქოს სინოდის სხდომის მოწვევის მოთხოვნით 2018 წლის 4 ივნისს მიმართა. ის მის მიმართ აგრესიაზე, მუქარასა და ცილისწამებაზე საუბრობს.

როდის შეიკრიბება სინოდი, ეს ამ დრომდე უცნობია.

სოციალისტი ისეთი პირი უჩანს პეტრე ცაავა გაანადგურებს მართლმადიდებლობას საქართველოში. შეიძლება მთელ მსოფლიოშიც კი გაანადგუროს!
5 წლის უკან