გიგა  ბოკერია:  წინააღმდეგი ვარ ლოზუნგის

გიგა  ბოკერია:  წინააღმდეგი ვარ ლოზუნგის "ივანიშვილი ციხეში"

"მე არ ვარ მომხრე ნათქვამის "ივანიშვილი ციხეში". ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ." – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს. როგორც მან გადაცემა “მთავარ აქცენტებში“-ში განცახადა, აუცილებელია, ხელისუფლების ცვლილებას არ მოჰყვეს პოლიტიკური დევნა, თუმცა მისი განცხადებით, პროკურატურას და სასამართლოს გაუჭირდებათ, მიუკერძოებლობის განცდა დატოვონ:

"პირველი - ერთხელ უნდა მოხდეს საქართველოში, რომ ხელისუფლების ცვლილებას არ მოჰყვა მეტნაკლებად მასობრივი დევნა წინა ხელისუფლების. ეს თუ არ მოხდა, იმისდა მიუხედავად, რა იყო იქამდე, ეს არანორმალურ პოლიტიკურ ციკლში ამყოფებს ქვეყანას. მეორე - ჩვენ არ გვაყვს არც პროკურატურა და რაც მთავარია, სასამართლო არ გვყავს ისეთი, რომელიც პოლიტიკური ფიგურების დევნისას მოგვცემდა განცდას, რომ არის მიუკერძოებელი." , - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, იგი სასამართლო სისტემაში "რადიკალური ნაბიჯების" მომხრეა. კერძოდ კი ის საუბრობს ქართული სასამართლო სისტემის "ღრმა ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნის" სასამართლოსთვის მიბმაზე: "მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა არის ყველაზე რთული ამოცანა. მე ვარ ყველაზე რადიკალური ნაბიჯების მომხრე. ხელისუფლების შეცვლასთან ერთად მთელი სასამართლოს გაშვება არის სასამართლოს ტრადიციის კიდევ ერთი დანგრევა. ამიტომაც მომხრე ვარ, რომელიმე ღრმა ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნის უზენაეს სასამართლოსთან ჩვენი მიბმის“.