გიგა ბოკერია:  სააკაშვილი ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობას ყველა მიმართულებით დაშორდა

გიგა ბოკერია:  სააკაშვილი ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობას ყველა მიმართულებით დაშორდა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „მთავარ აქცენტებში“ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის განსხვავებაზე ისაუბრა.

“ევროპული საქართველო“ არის მემკვიდრე ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის, მისი ჩავარდნებისაც და მისი მიღწევებისაც. „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი ამ მემკვიდრეობას დაშორდა ყველა მიმართულებით - ეკონომიკურ ლიბერალიზმში, ოღონდ კლასიკურ ლიბერალიზმს ვგულისხმობ, სეკულარიზმში, პროდასავლურ არჩევანში, ყველაფერში, ამიტომ მინდა, რომ ამომრჩეველმა ეს იცოდეს ”, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია “ანტიქრისტიანულ და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო” ქმედებებში დაადანაშაულა.

სააკაშვილის თქმით, ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დისტანცირება მომხდარიყო “ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან”.