„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიამ ბაშარული სოციალურ ქსელში წერს:
„გიგა ბოკერიას ღვთისმოსაობამ ერთი ამერიკული ფილმი გამახსენა, სადაც ერთი ადამიანის ხმა წყვეტს თუ ვინ გახდება ამერიკის პრეზიდენტი. ფილმში რესპუბლიკელების კანდიდატი იმ კანონებს უჭერს მხარს, რომელიც დემოკრატების ინიციატივაა, ხოლო დემოკრატი კი რესპუბლიკურ პლატფორმაზე გადადის. საბოლოო ჯამში ფილმიდან გრჩება შთაბეჭდილება რომ მთავარი პრინციპები კი არ არის, არამედ პრეზიდენტის პოსტია.
გიგა, სახელისუფლებო მარათონმა პრინციპებზე უარი არ უნდა გათქმევინოს.
მიუხედავად იმისა რომ თავის დროზე გიგა ბოკერიამ და მისმა დაჯგუფებამ, არაერთხელ ტალახი მესროლეს, მლანძღეს, მთათხეს, პარტიაში ლამის პერსონა ნონ-გრატად გამომაცხადეს მე მაინც იმ გიგა ბოკერიას უფრო ვცემდი პატივს, რომელიც ხმის გულისათვის ღმერთს საშველად არ მოუხმობდა.
პ.ს არც ბიძინას“.
“ევროპული საქართველო”-ს ლიდერმა გიგა ბოკერიან განაცხადა “ღმერთმა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გამთლიანდეს “