"წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის მარიამ კუბლაშვილი, მაგრამ ყველას უნდა ყავდეს დაცვა-ადვოკატი"

იურისტი თინა ხიდაშელი, ძალადობაში ბრალდებული ფდეპუტატის ილია ჯიშკარიანის უფლებების დამცველ მარიამ კუბლაშვილის გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ხიდაშელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადვოკატისთვის კლიენტის ბრალდება, საქმეზე უარის თქმის საფუძველი არ არის.

ხიდაშელის თქმით, ადვოკატის მიერ ადამიანის არასათანადო დაცვა მისთვის ლიცენზიის ჩამორთმევას უნდა იწვევდეს.

"წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის მარიამ კუბლაშვილი, მაგრამ

  1. ტერორისტებს და მკვლელებსაც ყავთ ადვოკატები;
  2. ყველას უნდა ყავდეს დაცვა-ადვოკატი
  3. ადვოკატი არასოდეს და არსად არ ემსახურება სამართლიანობას, ის კლიენტის ინტერესებს იცავს
  4. ადვოკატის მიერ არასათანადო დაცვა მისთვის ლიცენზიის ჩამორთმევას უნდა იწვევდეს წესით
  5. ყველა კანონიერი ფორმით და საშუალებით უნდა იცავდეს, ყველა, მათ შორის საჯარო სივრცეში

არც კი მჯერა რასაც ვკითხულობ და ვისგანაც ვკითხულობ".

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ ძალადობაში ბრალდებულ "ქართული ოცნების" დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ინტერესებს იურისტი მარიამ კუბლაშვილი იცავს, მის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან, სოციალურ ქსელში უარყოფითი დამოკიდებულება იგრძნობოდა.