ავტომანქანით ბავშვის გადაყვანაზე რეგულაციები მკაცრდება

ავტომანქანით ბავშვის გადაყვანაზე რეგულაციები მკაცრდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის 15 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება. ცვლილებების გათვალისწინებით, 13 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იყოს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.

ავტომანქანით ბავშვის გადაყვანაზე რეგულაციები მკაცრდება ცვლილებები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული კონსტრუქცია არ ითვალისწინებს სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის განთავსებას. ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე არიან, ავტორები კი, ეკატერინე ლალიაშვილი („საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“); ირაკლი იზორია („პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“); გელა კვაშილავა („აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი უსაფრთხო და სუფთა ტრანსპორტისთვის“); ხათუნა გველესიანი („იარე ფეხით“); ნათია კაციაშვილი (ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი“); ხათუნა ხაჟომია („ფონდი ელი“); გიორგი ბაბუნაშვილი („ურბანული ლაბორატორია“) და მევლუდ მელაძე (ექსპერტი).

 

 

ლაზი ასეთი მოთხოვნა სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე გასაგებია, თუმცა ზოგიერთს უკვე ვერც მათ ჩაატევ საბავშვო სავარძელში, მაგრამ საინტერესოა 12 წლის ან/და 134 სმ. სიმაღლის ბავშვისათვის საჭირო სავარძელი რომელ მსუბუქ მანქანაში ჩაეტევა!?
ბავშვი სკოლაში ჩვეულებრივი ავტობუსით დამოუკიდებლად დადის, ხოლო თუ მშობელი საკუთარი მანქანით წაიყვანს სპეცსავარძელში უნდა ჩასვას?
ამ ინიციტორებს საბავშვო სავარძელი საერთოდ თუ უნახავთ?
კურიოზია პირდაპირ!!!!.
სხვათა შორის უკანა სავარძლსაც აქვს უსაფრთხოების ქამრები და 6-13 ბავშვებისათვის, საკმარისია მათი გამოყენების სავალდებულოობა.
5 წლის უკან