რა მოუყვა მამა გიორგის ილია ჯიშკარიანმა?!

რა მოუყვა მამა გიორგის ილია ჯიშკარიანმა?!

„მოვინახულე სულიერი შვილი, რომელიც არის სნეულებაში" - ამის შესახებ ილია ჯიშკარიანის მოძღვარმა მამა გიორგი თევდორაშვილმა პრაიმტაიმთან საუბრისას განაცხადა. მამა გიორგი თევდორაშვილის თქმით, სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანთან, მომხდარ ფაქტზე საუბარი ჯერ-ჯერობით არ ჰქონიათ.

„მოვინახულე სულიერი შვილი, რომელიც არის სნეულებაში, მეტი რა უნდა გითხრათ?. ამ შემთხვევაზე არაფერი არ მოუყოლია ჩემთვის, ამის საშუალება არ გვქონია. ალბათ, როდესაც გამოკეთდება მოვა ჩემთან და ყველაფერზე ვისაუბრებთ, მე ხომ დაკითხვაზე არ ვყოფილვარ, უბრალოდ მოვინახულე და გავამხნევე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია სავარაუდოდ მალე გამოწერენ" - განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.