მარიამ კუბლაშვილი:  სამუდამოდ გაგცემთ პასუხს და დაგადუმებთ

მარიამ კუბლაშვილი:  სამუდამოდ გაგცემთ პასუხს და დაგადუმებთ

დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროცესის მოსაგებად უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებებს აგროვებს, ამასთან ამბობს, რომ მოწმეთა რიცხვი, რომლებიც დეპუტატის უდანაშაულობას დაამტკიცებს იზრდება.

„თქვენ გააგრძელეთ წერა - კითხვა, ბოროტება, მე კი უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას ვაგროვებ პროცესის მოსაგებად უფრო და უფრო იზრდება იმ გარემოებათა რიცხვი, რომელიც სამუდამოდ გაგცემთ პასუხს და დაგადუმებთ, აგიხსნით თუ რატომ არ უნდა იყოს ადამიანი პროვოკატორი და რატომ უნდა ამხილო იგი დროულად ჩემი სახელი ასე რომ გაშინებთ და განერვიულებთ, შფოთავთ და ყველა კედელზე ჩემი მისამართით წერთ - უფრო ვრწმუნდები ჩემს შესაძლებლობებში მადლობა, თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რომ ბოლომდე დავანახო საზოგადოებას მტყუან - მართალი, რომ წერტილი დავუსვა უსამართლობას!

დამელოდეთ, ნუ ჩქარობთ, ნუ ღელავთ, არ მცალია პასუხის გასაცემად, ბევრი საქმე მაქვს, მოწმეთა რიცხვი არ წყდება და უნდა გაგანერვიულოთ კიდევ, თქვენთვის უარესი და უარესი ამბები მაქვს. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის", - წერს მარიამ კუბლაშვილი.

სოციალისტი მარიამ, მაგარი ადვოკატი და მაგარი გოგო ხარ! მიდი, მიაწექი, არ შედრკე!
5 წლის უკან