ამინდის პროგნოზი: მთელი კვირა თბილი და უნალექო ამინდია იქნება

ამინდის პროგნოზი: მთელი კვირა თბილი და უნალექო ამინდია იქნება

13 ოქტომბრიდან ქვეყნის ტერიტირიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. ნალექი შეწყდება. ღამის საათებში ტემპერატურა ცოტათი დაიკლებს. 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე კი ისევ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გამოიდარებს როგორ დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.

ქ. თბილისში 12 ოქტომბერს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 13 ოქტომბერს დღისით ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა 12-14 ოქტომბერს +22, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 15-17 ოქტომბერს +25, +27 გრადუსამდე დათბება.