სინოდის სხდომის მოახლოებასთან ერთად, სადაც ერთ-ერთი საკითხი ქუთაისი-გაენათის ეპარქიის წინამძღოლის არჩევა უნდა იყოს, მღვდელმთავრის პოზიციის დასაკავებლად უმაღლესი სასულიერო პირები გააქტიურდნენ.
kutaisipost-ის ინფორმაციით, ეპარქიის ხელმძღვანელობის ყველაზე რეალური კანდიდატი რუსთავის მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელია, რომელიც უკვე სამი თვეა ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითი მმართველია, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეპარქიის ხელმძღვანელობა, ასევე სურთ მარგვეთა-უბისის (ზესტაფონი-ხარაგაული) და ვანი-ბაღდათის მღვდელმთავრებს.