გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს წერს, სადაც საპატრიარქოსა და ილია II-ს ხელისუფლების ნაწილად მოიხსენიებს.
"ილია მეორის საპატრიარქო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ნაწილია ამჟამად. მხოლოდ საპატრიარქო არ ითრევს ფეხს ამ საკითხში. საქართველოს ხელისუფლებაც ხომ ოკუპანტისადმი მაამებლობის, ლოიალობის დადასტურების სტადიაშია კარგა ხანია. ასე ვაფასებ ივანიშვილი/ ილია მეორის პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში - ქართული ოცნება უკრაინის გამო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება, საპატრიარქო კი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობას ერიდება." - წერს ბერძენიშვილი.