ნიკა მელიას მიმართვა- თუ ბიძინას ვერ დავამარცხებთ არჩევნებით, ვერ დავამარცხებთ ვერც აქციებით!

ნიკა მელიას მიმართვა- თუ ბიძინას ვერ დავამარცხებთ არჩევნებით, ვერ დავამარცხებთ ვერც აქციებით!

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საზოგადოებას მიმართავს.

"მინდა საზოგადოებას ჩემი მოსაზრება გავაცნო, იმ საშიშ ტენდენციაზე, რომელიც ფეხს იკიდებს ამ ბოლო დროს.

უკვე კარგა ხანია, საზოგადოებაში მკვიდრდება აზრი, რომ ივანიშვილი არჩევნებით არ წავა, არჩევნებს ვერ მოვუგებთ და ამდენად აზრს კარგავს არჩევნები და მხოლოდ პროცესების რევოლუციური გზით განვითარებას აქვს პერსპექტივა.

ჩემი აზრით კი თუ ბიძინას ვერ დავამარცხებთ არჩევნებით, ვერ დავამარცხებთ ვერც აქციებით !თუკი, ნიჰილიზმს დავძლევთ, ( და ზოგი განგებ არ გააღვივებს ნიჰილიზმს) მოვალთ არჩევნებზე და უმრავლესობა ერთად ვეტყვით ბიძინას "არას", ბიძინა აქციების გარეშეც მოთავდება,

თუ გვექნება ამგვარი უპირატესობა (და აუცილებლად გვექნება), ივანიშვილს გაყალბების მადაც დაეკარგება და ვერც იმ ადმინისტრაციული რესურსის, გაყალბების, დაშინების, მოსყიდვის გამოყენება უშველის, რაც ასე შველოდა აქამდე, როცა რეალურად პრაქტიკულად თანაბარ ხმებს ვიღებდით არჩევნებზე მოსული ამომრჩევლისგან. ივანიშვილი კი შემდეგ გაყალბებით, მოსყიდვით, დაშინებით აკუმულირებული ხმებით გვისწრებდა და "გვამარცხებდა".

ელემენტარულია, თუ ადამიანი ხმას არ გაძლევს, არც აქციებზე გამოვა და გამოგყვება! და თუ ქუჩაში არ გამოვიდა უმრავლესობა, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, თუ ეს არ იქნება უმრავლესობისგან მხარდაჭერილი პროცესი, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით, საპროტესტო აქციებით ცვლას კი არა, სამოქალაქო არეულობას მივიღებთ.

ბიძინა, ჩვენი ერთიანობის შემთხვევაში, სტაფილოსცხვირიან თოვლის კაცივით ჩაგვადნება ხელებში", - წერს ნიკა მელია.

სოციალისტი ბიჯო თუ ბრძოლა გწყურია წადი მტერს შეებრძოლე და დაამარცხე! ბიძინა საქართველოს ყველაზე დიდი მოამაგეა და მასთან ბრძოლაზე, მის დამარცხებაზე რატომ ოცნებობ?! მიდი გვერდში დაუდექი, მიეხმარე, შენი გასაკეთებელი პატარა მაგრამ პოზიტიური საქმე გააკეთე! რომ მოგისპეტია ეს თავი, მზეზე უქუდოდ არ გახვიდე, არ დაგკრას თორემ ხომ დაობლდა საქართველო?! )))
5 წლის უკან