"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ, ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში იმ სქემაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში.
მელია ამბობს, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პროცესების ცენტრში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ახლო მომავალში პრეზიდენტობა ან პრემიერობა ენდომება.
"მიშა სააკაშვილს სისხლხორცეულად უნდა პრობლემების გადაჭრა, რაც არის ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილის, როგორც ერთი პოლიტიკოსის ხელისუფლებიდან გაშვება კი არა, ამ ქვეყნის გადარჩენა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს მიეცემა შესაძლებლობა ქვეყანაში დაბრუნების და დარწმუნებული ვარ, ნორმალურ, დალაგებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ის თავის გადაწყვეტილებას მიიღებს და ხალხიც თავისას გადაწყვეტს. "სააკაშვილი ჩამოდის და მერე ვიმარჯვებთ - არა, ჯერ ვიმარჯვებთ და მერე ჩამოდის", - განაცხადა მელიამ.