სკოლის მოსწავლეებმა კონფლიქტის ზონაში მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.
თავდაპირველად, აქციის მონაწილეებს მშვიდობიანი პროტესტის დაფიქსირება საოკუპაციო ხაზთან სურდათ, სადაც მათ მარადმწვანე მცენარეების დარგვა და ოსი თანატოლებისთვის სამშვიდობო გზავნილების მავთულხლართებზე დატოვება სურდათ. თუმცა, სოფელ ხურვალეთთან მდებარე საგუშაგოს პოლიციამ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ ამის საშუალება არ მისცათ, შესაბამისად მშვიდობიანი აქცია სოფელ ხურვალეთში გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა მავთულხლართების მისადგომებთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და მშვიდობის სიმბოლოდ, ჰაერში მტრედები გაუშვეს.