ნათია თურნავა:  საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ყველაზე სწრაფად ვითარდება

 ნათია თურნავა:  საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ყველაზე სწრაფად ვითარდება

ეკონომიკის მინისტრი საერთაშორისო სააგენტოს მიერ საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესებას ხელისუფლების მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარებად აფასებს.

ნათია თურნავას განცხადებით, მაჩვენებლის გაუმჯობესება ასევე მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონში საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად და ყველაზე სწრაფად ვითარდება.

მინისტრის განმარტებით, „ასეთი მკაფიო გაუმჯობესება არავის აქვს". რა მოაქვს ამ რეიტინგს ჩვენთვის, თურნავას თქმით, საქართველოს დაწინაურება ინვესტორების მხრიდან ნდობის გაზრდის აღიარებას ნიშნავს.

„როგორც ადგილობრივი ინვესტორები, ასევე საერთაშორისო ინვესტორები დადებითად არიან განწყობილნი და ამ რეიტინგის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციებს კიდევ უფრო თამამად ჩადებენ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.