დეკანოზი თამაზ ლომიძე:  „ეკლესია სასტიკად გმობს, შეაჩვენებს და სჯის ქალზე მოძალადე კაცებს“

დეკანოზი თამაზ ლომიძე:  „ეკლესია სასტიკად გმობს, შეაჩვენებს და სჯის ქალზე მოძალადე კაცებს“

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში, ძალადობისა და მკვლელობების გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება.

მისი თქმით, ყველა მკვლელმა უნდა იცოდეს, რომ ეკლესია სასტიკად გმობს ქალზე მიძალადე და მკვლელ კაცებს.

"ქალებზე ძალადობა, თვით სიცოცხლის მოსპობამდე, საშინელ და უმძიმეს ცოდვად აწევს ქვეყანას. რა თქმა უნდა, მხოლოდ საეკლესიო სასჯელი არ უშველის ამ პრობლემას, მაგრამ, ქალზე მოძალადე და მკვლელმა ყველა კაცმა უნდა იცოდეს, რომ მისი ეკლესია სასტიკად გმობს, შეაჩვენებს და სჯის ქალზე მოძალადე კაცებს. ამ საკითხში ეკლესიის გამოკვეთილი და სრულიად ცალსახა პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს დეკანოზი.