შალვა თადუმაძის და ნონა თადუმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ვგრძნობ, რომ ამ დღეებში ბევრი ჩემი ვირტუალური და არავირტუალური მეგობარი ამ თემას არ ეხება, ჩემთან მეგობრობას უფრთხილდება და ამას ძალიან ვაფასებ, ამიტომ თვითონ გავტეხ ნავსს. ჩემი ძმის, შალვა თადუმაძის, მიმართ აგორებულია კამპანია პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული და რომან გოცირიძის ვიკიპედიისა და „იუმორის“ იმედად დარჩენილი პოლიტიკური მოძრაობის მცდელობებია კანდიდატის წინააღმდეგ, რომელსაც ოცწლიან პროფესიულ ბიოგრაფიაში ხინჯი ვერ უპოვეს მათ, ვინც, მიუხედავად ფრიადებით დაძეძგლი პრესტიჟული უნივერსიტეტების დიპლომებისა, სულ ცოტა ხნის წინ #კასტილიანიკაცის, თავზე ცელოფნის ჩამოცმით აღიარებითი ჩვენებების მიღების, ცოცხალი პატიმრის ხელბორკილით გვამზე მიბმის, ვითომ დაპატიმრებული საკუთარი დაქირავებული მკვლელების საპატიმრო დაწესებულებაში სასუსნავითა და სექს-მუშაკებით მომარაგებისა და 0.01%-იანი გამამართლებელი განაჩენის პრაქტიკით ახორციელებდნენ სამართალწარმოებას ამ ქვეყანაში და თან ისე, რომ შეკითხვები არ გაჩენილა არც მათი დიპლომებისა და ფრიადების ლეგიტიმურობაზე და არც იმაზე, თუ რომელი, ოთო კახიძის მიერ წეღან სხაპასხუპით ჩამოთვლილი, პროფესორისგან ისწავლეს ისეთი სამართალი, რომლსაც მაშინ ახორციელებდნენ ან ამ პროფესორთაგან რომელიმეს თვითმკვლელობით ხომ არ დაუსრულებია სიცოცხლე „გამზრდელის“ (დაწერა აკაკი წერეთელმა) გმირივით - როგორც ჩანს, შევთანხმებულვართ, რომ დიპლომის გამცემი არ განსაზღვრავს პროფესიონალიზმს და ადამიანობას.
ამასობაში ეშმაკს არ სძინავს მეთქი და საკუთარ დიპლომსაც ჩავხედე, ერთ-ერთი კერძო ინსტიტუტი (რომელიც აღარ არსებობს) დავამთავრე თსუ-ის დამთავრების შემდეგ, და საერთოდ არ მიწერია რომელ წელს ჩავირიცხე, ამა და ამ წელს დაამთავრაო წერია, მეც თაღლითი გამოვდივარ სალომე სამადაშვილის მიხედვით. საერთოდ ეს „თაღლითო“-ს კივილში გამოხატული ისტერია ძალიან გავდა სიტუაციას, ყოფით კამათში არგუმენტსმოკლებული მეზობელი „ბოზო, ბოზო“-ს ძახილს რომ დაგიწყებს, თუმცა კი ძალიან მოხდენილად ჩაჯდა ნაციონალური მოძრაობისა და მისი მეტაბოლიტების პარლამენტის დარბაზში მატრაბაზობად ქცეულ კომუნიკაციაში, რომელიც ბოლოს, ასევე მოხდენილად, სახინკლის კისრებით დაგვირგვინდა.
ისე, მაგ დიპლომის დანართში მეც მყავს სამიანები და ისიც მახსოვს, მაგაზე მეტი რატომ ვერ მივიღე გამოცდაზე, მაგრამ ფრიადოსან ფსიქოლოგებსაც ვიცნობ მილტონ ერიქსონი კინოვარსკვლავი რომ გონიათ და სტანისლავ გროფი - მოჭადრაკე. საერთოდაც გასაოცარია, რომ კერძო ინსტიტუტდამთავრებული კანდიდატი ისე შეიცხადა სრულიად ერმა, თითქოს ამ ერის ნახევარზე მეტს სწორედ კერძო უმაღლეს სასაწავლებელში არ უსწავლია და არ სწავლობს ახლაც და მათ ნახევარს კი - 90-იან წლებში, იმ წლებში „ზარიააა!“-ს ძახილით რომ ირეკებოდა ზარი და გამოცდებზე კი სტუდენტების „რეიბანებიან“ და კბილებში ასანთგარჭობილი ქმრები შემოივლიდნენ ხოლმე - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის პერსპექტივით. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ კანონს არ აუკრძალავს ამ ქვეყანაში დაბადება, არც ამერიკაში სასწავლებლად არწასვლა და არც მოცემულ მომენტში კანონით გათვალისწინებული წესით განათლების მიღება.
ჩემი ამერიკაში განათლებული ცოლიო ერთმა მოიყვანა კონტრარგუმენტად, ზოგიერთი ადამიანის ამერიკაში წასვლამდე პერიოდის სენტიმენტები - მეორადი ტანისამოსის, ნავთის სარდაფის თუ დაშლილებში მუშაობის გამოცდილება - თუ საინტერესოა, ვინც იქ საერთოდ ვერ წავიდა სასწავლებლად იმიტომ, რომ ეს აქ დარჩენილი, მასზე ეკონომიურად დამოკიდებული, ოჯახის წევრების ფიზიკურ არსებობას უქმნიდა საფრთხეს, იქნებ ეგ უფრო სევდიანი ამბავი იყოს, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვნად აი, რა მიმაჩნია: საზღვარგარეთ მიღებული განათლება უდავოდ საამაყოა, მაგრამ ვისაც ეს სიამაყე დისკრიმინაციულ აზროვნებაში გადაეზარდა, ვთხოვ, გააცნობიეროს, რომ წლების შემდეგ აქ ჩამოსულებს სახელმწიფო და ინსტიტუციები რომ დაგხვდათ და გხვდებათ, აქ რომ დარჩნენ, იშრომეს და იბრძოლეს იმ ადამიანების წვლილია ამაში. შალვა თადუმაძემ კი სამართლის სფეროში ასეთი შრომის და ბრძოლის ოცი წელი გაიარა - მისი მისამართით მუქარისა და თვალთვალის გამოცდილებით დაწყებული იმით დამთავრებული ნაცნობ-მეგობართაგან ბევრი მასთან მობილურ ტელეფონზე ლაპარაკს რომ ვერ ბედავდა ჰარვარდდამთავრებული სააკაშვილის რეჟიმის პირობებში სამსახურების დაკარგვის და სხვა შიშების გამო.
ჩემთვის სამწუხაროა არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლების ცქერა, რომელთაც შალვასთან, როგორც იურისტთან, ერთად მუშაობის არაერთწლიანი გამოცდილება აქვთ, ზოგიერთს - მასთან ერთ ოფისში მუშაობის გამოცდილებაც და მეტიც, ზოგიერთის პროფესიულ წარმატებაში შალვას წვლილიც კი აქვს შეტანილი, დღეს მისი კვალიფიკაციის შემფასებლის მანტიამორგებულები ამრეზით მოიხსენიებენ სხვადასხვა ეთერებში თუ ფეისბუქზე იმიტომ, რომ ეს მათი ამჟამინდელი თუ მომავალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პოზისთვის უფრო ხელსაყრელია.
სამწუხარო იყო ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილის პოზიცია, რომელსაც მისთვის ჩვეული აქტიურობით მცდელობაც არ ქონია, როგორც იგივე ინსტიტუტის კურსდამთავრებულს, დაედასტურებინა ასეთი საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობა და როცა ასეთი განმარტების აუცილებლობის წინაშე დადგა, კონტრმტკიცების რეჟიმში გადავიდა - თურმე ნ. დუმბაძის სახ. ინსტიტუტით არ დამთავრებულა მისი განათლება-განვითარება, თითქოს შალვა თადუმაძის პროფესიული განვითარება ამით დამთავრებულიყოს 1998 წელს
კარგია მუდამ მტრიანი....
კარგი რომააა და ნაცებს საქმეში უჯოკრავს, იმიტომაც ემტერებიან......
თორემ რატო სხვას არ ერჩიან