თოდაძეს ჰქონდა პოლიტიკური ამბიციები, ცნობადობის დიდი სურვილი -

თოდაძეს ჰქონდა პოლიტიკური ამბიციები, ცნობადობის დიდი სურვილი -

"უხერხულია, მოყვეს სხვადასხვა ნიუანსი, რა განახორციელა თამთამ. უკვე მოდის აგრესია პირადად ჩემზე, თუ რატომ ვყვები ქალი იმას, რომ ადამიანი ასეთ მდგომარეობაში იყო და ეს გააკეთა. მე იძულებული ვარ ავხსნა, რომ მას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. ის დიდი ხანია უკმაყოფილო იყო თავისი მდგომარეობით. იყო კონფლიქტური ბოლო პერიოდში. ის დადიოდა სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებში გასაუბრებაზე. ერთგან მან მიიღო შეთავაზება, რომ დიდ პოლიტიკურ ტრიბუნაზე გავიდოდა. მას ჰქონდა პოლიტიკური ამბიციები, ცნობადობის დიდი სურვილი. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ადასტურებენ მოწმეები და ეს ყველაფერი საქმის გარემოებებში გამოვლინება. ნამდვილად არ მინდა მისი დისკრედიტაცია, მაგრამ, იძულებული ვხდები, კითხვებს ვუპასუხო. მიზანი დადასტურდა, თუნდაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რომ ბატონი ილია მას ხელშეკრულებას არ უგრძელებდა. ჯერ გაიგზავნა ყველა თანამშრომლის ხელშეკრულება და მოგვიანებით, მეორე დღეს, იქ ადამიანების ჩარევით გაიგზავნა მისი ხელშეკრულება. ეს ადამიანი იყო გაბრაზებული და კონკრეტულად ბატონ ილიას აბრალებდა ამას. მიაჩნდა, რომ მას უნდა ჰქონოდა გავლენები და მაღალ თანამდებობაზე, მაღალანაზღაურებად სამსახურში დაენიშნათ. "

 

thrgg@yahoo.com ეჰ, ქალები, ქალები... მიზეზი ცნობილია, თან რა გამალებით გარბოდა ექსპერტიზაზე...
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com ეხლა ხომ გახდა ცნობადი, ვაი მაგის პატრონს, ეს თუ სექტის წევრი არ იყოს სანაძლეოს ვდებ!!!...
5 წლის უკან
სოციალისტი ეს თოდაძე რეჟიმის მსხვერპლად შეიძლება ჩაითვალოს? ალბათ რეგულიაციები უნდა დაწესდეს, რამდენი სირჩა კონიკის-ბრენდის-ჭაჭის დალევაა დასაშვები სამსახურში ახალგაზრდა, მომავლის მქონე, აქტიური ქალისათვის (გოგოსათვის?)?!
5 წლის უკან
სოციალისტი ეს მარიამი კი ულამაზესი და უჭკვიანესია, თანაც სამართლიანი!
5 წლის უკან