გიორგი კალანდია: ქვეყანა, სადაც კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაწვეს, უამრავი “გულმხურვალე დამცველი“ ჰყავს

გიორგი კალანდია: ქვეყანა, სადაც კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაწვეს, უამრავი “გულმხურვალე დამცველი“ ჰყავს

ისტორიკოსი გიორგი კალანდია განცხადებით, კონსტანტინე გამსახურდიას მარტო წაკითხვა, მთავარი არაა.

მისი თქმით, საქართველოში გამსახურდიას მრავალი დამცველი ჰყავს, თუმცა აბაშის კონსტანტინისეულ სახლს თითქმის არავინ სტუმრობს.

„ქვეყანა, სადაც კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაწვეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდიას მამა იყო! ქვეყანა სადაც აბაშის კონსტანტინესეულ სახლში თითქმის არავინ არ დადის და არადა რამდენი „გულმხურვალე დამცველი“ ჰყავს მის შემოქმედებას! ნწ ნწ ნწ... კონსტანტინეს მარტო წაკითხვაა არაა მთავარი, გაგებაა უფრო მნიშვნელოვანი, ჰოდა ბევრს რომ გაეგო მისი შემოქმედება, მინიმუმ ასე არ დავჭამდით ერთმანეთს დილა მშვიდობისა, ერო, მზისფერი მარაკეშიდან“,- წერს კალანდია.

შეგახსენებთ, კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა“ მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გუშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა ჰკითხეს, აქვს თუ არა წაკითხული “დიდოსტატის მარჯვენა“, რაზეც მთავარმა მბრალდებელმა უპასუხა, რომ არ ჰქონდა წაკითხული.