„პარტნიორობაზე და სამომავალოდ თანამშრომლობაზე საუბარი იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ „ევროპული საქარველო“ შეწყვეტეს მსგავსი განცხადებების გაკეთებას და ტალახის სროლას „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიმართ. ჯერ-ჯერობით „ევროპული საქართველო“ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს“, - აცხადებს პარტიის „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „გაერთიანებული ოპოზიციისა“ და „ევროპული საქართველოს“ ურთიერთობებზე საუბრისას.
„დიდი ხანია ვაკვირდებოდი როდის გასცემდა პასუხს და რა ფორმით მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მან არ უპასუხა და პირდაპირ მიანიშნა თავის ამომრჩეველს - გაემიჯნეთ „ევროპულ საქართველოსო“. მე ეს აღვიქვი, როგორც სწორი პოლიტიკური სვლა, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა „ევროპულ საქართველოს“.
„ევროპული საქართველოსაგან“ გამიჯვნასთან დაკავშირებით „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ პარტნიორობაზე და სამომავალო თანამშრომლობაზე საუბარი მაშინ შეიძლება, თუ „ევროპული საქართველო“ შეწყვეტს მსგავსი განცხადებების გაკეთებას და ტალახის სროლას „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიმართ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნბზე 900 ათასი ხმა დადო და რომელსაც მეტი ამომრჩეველი ჰყავს. საარჩევნო პერიოდში დავაკვირდებით მათ გზას. ვნახოთ, როგორ განვითიარდება მოვლენები. ჯერ-ჯერობით „ევროპული საქართველო“ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა.