რა მტკიცებულებები აქვს ილია ჯიშკარიანის ადვოკატს

რა მტკიცებულებები აქვს ილია ჯიშკარიანის ადვოკატს

საკრებულოს ბრალდებული მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ შემთხვევის დღეს, დაზარალებული თამთა თოდაძე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

როგორც კუბლაშვილი აღნიშნავს, მან სხვა სისხლის სამართლის საქმეებიც მოიპოვა, რომელშიც თამთა თოდაძე ფიგურირებს. ადვოკატი აცხადებს, რომ მას სერიოზული მტკიცებულებები აქვს, რომელსაც სასამართლოში წარადგენს.

„ერთ კითხვაზე გამცეს გამოძიებამ პასუხი - რატომ არ ჩაუტარეს თამთა თოდაძეს ექსპერტიზა? ის იყო უკიდურესი ალკოჰოლური თრობის ქვეშ. მაინტერესებს, ეს ფაქტი რატომ არის უგულებელყოფილი? გამოძიებასთან მეც უამარავი კითხვა მაქვს.

რატომ არ არის ექსპერტიზა ჩატარებული? ალკოტესტი სად არის? ხუთი მოწმე ადასტურებს, რომ იმ დღეს, თამთა თოდაძე უკიდურესად ნასვამი იყო. ბოთლი ამოღებულია. ეს არის უმთავრესი. მაქვს მტკიცებულებები, თუ როგორ იქცევა ეს ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში. ამ საქმის გარდა, კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს თამთა თოდაძე. საუბარია, ალკოჰოლური თრობიდან გამომდინარე მის ქმედებებზე", - აცხადებს კუბლაშვილი „ინტერპრესნიუსთან".

მისი განმარტებით, შემთხვევის დღეს თავად ილია ჯიშკარიანი ნასვამ მდგომარეობაში არ ყოფილა.

„ჯიშკარიანს იმ დღეს, 2 ჭიქაზე მეტი არ ჰქონდა დალეული, ფიზიკურად ვერ დალევდა, აკრძალული აქვს და ყოველდღე მხოლოდ 2 ჭიქას სვამდა, რადგან სისხლძარღვებს აფართოვებს", - დასძენს ადვოკატი.

კუბლაშვილი ასევე აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები არასათანადოდ აწარმოეს.

Katana :)))
ხომ ვთქვი, კუბლაშვილი დაამტკიცებს, რომ დაზარალებულად ცნობილი თამთა თოდაძე თვითონ დაესხა თავს დეპუტატ ჯიშკარიანს და გაუპატიურებას უპირებდა (სიმთვრალეში ჰქონია ასეთი ჩვევა), მაგრამ ჯიშკარიანმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ქალს და გადარჩა :)))
5 წლის უკან