უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ვლადიმერ კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ფადი ასლიმ მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა, როდესაც მას კორუმპირებული მოსამართლე უწოდა. ვლადიმერ კაკაბაძემ ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„როდესაც ფადი ასლიმ თქვენ კორუმპირებული მოსამართლე გიწოდათ, თქვენ თქვით, რომ ჩემი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვაო. მე ვარ პოლიტიკოსი, 7 წელია პარლამენტის წევრი ვარ და ამაზე ბევრად მწვავე შეფასება მომისმენია ჩვენზე, მათ შორის პარლამენტის წევრების მხრიდან. ჩემთვის უწოდებიათ მკვლელი, სისხლის მსმელი და ა.შ. როდესაც კოლეგები ჩემს მიმართ ასეთ ტერმინებს იყენებენ, ჩემი უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა?“, - ჰკითხა ბოკუჩავამ კაკაბაძეს რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადა, რომ „ეს ალბათ უფრო ხატოვანი გამონათქვამებია“.
თინა ბოკუჩავა: იქნებ თქვენს მიმართაც ხატოვანი იყო კორუმპირებულობა?!
ვლადიმერ კაკაბაძე: თქვენ თუ საქმის მასალებს გაეცნობით, იმას ხატოვნად კორუმპირებული არ უწოდებია.
თინა ბოკუჩავა: ანუ უნდა დავაკვირდე ხოლმე მამუკა მდინარაძე თუ სხვა ხატოვნად მიწოდებს, თუ კონკრეტულად.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ვლადიმერ კაკაბაძეს უსმენენ.