თერმოინდუსტრიის გათბობის სისტემები და კონდიცირება

თერმოინდუსტრიის გათბობის სისტემები და კონდიცირება

კომპანია «თერმონდუსტრია» გათბობა-გაგრილების და წყალმომარაგების სისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში.

2012 წლიდან, კომპანია თავის მომხმარებელს მაღალი ხარისხის ევროპული პროდუქციით ამარაგებს. ასორტიმენტშია ენერგოდამზოგი, ინოვაციური სისტემები. თერმოინდუსტრიას ცენტრალურ საწყობში წარმოდგენილია 35 მსოფლიო ბრენდის პროდუქცია. სერტიფიცირებული სპეციალისტები კი უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების შერჩევას და ტექნიკურ მხარდაჭერას. რა პროდუქტებს გთავაზობთ თერმოინდუსტრია?

ცენტრალური გათბობა

გათბობის სისტემები კომპანია „თერმონდუსტრია“-ს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

მომხმარებელს ვთავაზობთ ცენტრალური გათბობის კედლის ქვაბებსა და რადიატორებს, სტაციონალურ ქვაბებს და იატაკის გათბობის სისტემებს. ჩვენი ცენტრალური გათბობის სისტემები ენერგოდამზოგი და ეკონომიურია. ყველა პროდუქტს აქვს ხარისხის შესაბამისი სერტიფიკატი და გარანტია. იტალიური წარმოების კედლის ქვაბები „იტალთერმ“-ი ITALTHERM გამოირჩევა მაღალი ხარისხით, უსაფრთხო და ენერგოდამზოგია. თითოეული მათგანი გადის სპეციალურ შემოწმებას იტალიაში, ევროპული სტანდარტის ლაბორატორაში.

ასევე, ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სტაციონალურ ქვაბებს. არსებობს მყარ საწვავზე მომუშავე გათბობის ქვაბები, დიზელის ან გაზის სანთურით. ამგვარი ქვაბები გამოიყენება კომერციული ან ინდუსტრიული ფართების გასათბობად. სტაციონალური ქვაბები უზრუნველყოფენ  გათბობას და ცხელწყალმომარაგებას. 

იატაკის გათბობა ცენტრალური გათბობის თანამედროვე და ეკონომიური სისტემაა. თბილი იატაკი მუშაობისას 30%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე რადიატორული სისტემა. ის არსებობს ელექტრო და წყალზე მომუშავე, ანუ ცენტრალური გათბობის სისტემისათვის.

აბაზანის ტექნიკა

თერმოინდუსტრია გთავაზობთ აბაზანის ტექნიკას. აქსესუარები, შემრევები და კერამიკა, რომელიც დაფარულია სპეციალური, ანტიბაქტერიული ზედაპირით. მაღალი ხარისხის თურქული პროდუქცია მარტივი მოსავლელია, დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან და საუკეთესოა ჰიგიენის შენარჩუნების თვალსაზრისით. ჩვენს მაღაზიებში წარმოდგენილია სხვადასხვა დიზაინის ხელსაბანები, უნიტაზები, შემრევები და საშხაპე სისტემები.

კონდიცირება

თერმოინდუსტრია გთავაზობთ თანამედროვე კონდიციონერების ფართო არჩევანს. კედლის სპლიტ სისტემიან კონდიციონერებს გააჩნიათ მარტივი სამართავი პანელი. ისინი ხმაურის დაბალი დონით გამოირჩევიან. აქვთ ანტიბაქტერიული ფილტრი, რაც ხელს უშლის ჰაერის გამოშრობას და შენობაში გარედან მავნე ნივთიერებების მოხვედრას. ფუნქცია Follow me კი ოთახის ნებისმიერ წერტილში თქვენთვის სასურველ ტემპერატურას უზრუნველყოფს.

სახანძრო სისტემები

თერმოინდუსტრიამ სახანძრო სისტემებითა და სატუმბე სადგურებით მრავალი შენობა უზრუნველყო. სახანძრო სატუმბე სადგურები მნიშვნელოვანია ყველა ტიპის უძრავი ქონებისთვის, მაღალსართულიანი საცხოვრებელი, საოფისე, თუ სასტუმრო ფართისთვის.

რატომ უნდა ავირჩიოთ თერმოინდუსტრია?

თერმოინდუსტრია გთავაზობთ მაღალი ხარისხის, ევროპულ პროდუქციას. თითოეულ მათგანს აქვს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. პროფესიონალ ინჟინერთა და ტექნიკოსთა გუნდი კი მაღალკვალიფიციურად გეგმავს და ასრულებს ნებისმიერი სირთულის პროექტს. კომპანია თავისი მომხმარებელისთვის გარანტირებულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.