12 და 14 ოქტომბერს “საქართველოს რკინიგზა“  მატარებელებს ამატებს

12 და 14 ოქტომბერს “საქართველოს რკინიგზა“  მატარებელებს ამატებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის  მომსახურების მიზნით, 12 ოქტომბერს თბილისიდან და 14 ოქტომბერს ბათუმიდან  „საქართველოს რკინიგზა“  დამატებით რეისებს ნიშნავს:

მატარებლები  იმოძრავებენ  შემდეგი განრიგით:

თბილისი - ბათუმი -  თბილისი   №852/851

            12.10.2019                                                                                        14.10.2019

გასვლა- თბილისი         ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი       ჩამოსვლა- თბილისი

          8:50              14:31               19:15                0:40

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!