გიორგი გაჩეჩილაძე მამუკა ხაზარაძეზე: ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს მართლმსაჯულების სისტემას, რომელიც ადამიანებს იცავს

გიორგი გაჩეჩილაძე მამუკა ხაზარაძეზე: ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს მართლმსაჯულების სისტემას, რომელიც ადამიანებს იცავს

,,მწვანეთა პარტიის" ლიდერი თიბისის საქმის წინასასამართლო სხდომაზე მამუკა ხაზარაძის განცხადებების შეფასებისას აღნიშნავს, რომ ბანკირი პოლიტიკური განცხადებებით მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტაციას ცდილობს.

,,როგორც ჩანს ხაზარაძეს თავდაცვის ეს ტაქტიკა აქვს არჩეული. ის ცდილობს საქმე პოლიტიკურ დევნად გაასაღოს და ამით საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. აქ შეიძლება გავიხსენოთ ,,რუსთავი ორის" საქმე, თუ რა აჟიოტაჟი ჰქონდა ატეხილი ოპოზიციას. მაშინაც ამბობდნენ, რომ საქმე პოლიტიკურია, რომ მოსამართლეები ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ. მათი მიზანი სასამართლოს დისკრედიტაცია იყო. მაგრამ გავიხსენოთ რა შედეგი დადგა საბოლოოდ. ყველაზე ავტორიტეტულმა ინსტანციამ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მაღალი შეფასება მისცა ქართულ მართლმსაჯულებას და მეტიც, აღნიშნა, რომ პროცესის დროს იყო მოსამართლეების დისკრედიტაციის მცდელობა. ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს მართლმსაჯულების სისტემას, რომელიც ადამიანებს იცავს ", აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კონტექსტს ამოფარებული ბიზნესმენი ვერ გაექცევა სამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები დადასტურდა, ხოლო პოლიტიკურ სპეკულაციებს მისი ამომრჩეველი შეაფასებს.