მარჯანიშვილის N4-ში სადარბაზოს რემონტი დასრულდა

მარჯანიშვილის N4-ში სადარბაზოს რემონტი დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში, მარჯანიშვილის N4-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ერთდროულად, სამი სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები დასრულდა. პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოები, ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, შპს „დგარი“-მ შეასრულა და პროექტის ღირებულება 21 000 ლარია. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს, ხოლო მოსახლეობა ამხანაგობის ანგარიშზე თანხის 10% აგროვებს და საერთო სარგებლობისთვის იყენებს. აღნიშნული მისამართის ამხანაგობის წევრებმა, საკუთარ ანგარიშზე არსებული თანხით ეზოს ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, საჩრდილობელი შეიძინეს.