წლების განმავლობაში ქვეყანაში ტოტალური მოსმენები ხორციელდებოდა. დღეს "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელმა მამაია სანადირაძემ ქვეყნის დატოვებამდე ერთი საათით ადრე მეცხრე არხის იმ კომპანიების სახელები უთხრა, რომლებიც მისი ინფორმაციით მასობრივ მოსმენებს ახორციელებდნენ. კომპანია სილქნეტი და ახალი ქსელები სანადირაძის განცხადებით წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით სატელეფონო საუბრებს და ინტერნეტ მიმოწერებს აკონტროლებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტომ მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება კავკასუს ონლაინსაც მოსთხოვა.
ნახეთ სილქნეტისა და ახალი ქსელების პასუხი ბრალდებებზე, რომელიც უკანონო მოსმენებს და სპეცსამსახურებთან მათ თანამსრომლობას ეხება