ხმაური შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის სამმართველოს შენობასთან. ადგილობრივები და ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები პოლიციის ახალი უფროსის ტარიელ მაისურაძის დანიშვნას აპროტესტებდნენ და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ . როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, აღნიშნული პირი 2012 წლის აგვისტოდან მარნეულში დაცვის პოლიციას ხელმძღვანელობდა და წინასაარჩევნო პერიოდში მათზე მუქარასა და ზეწოლას ახორციელებდა. აქციის მონაწილეები მალევე დაიშალნენ, თუმცა ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ტარიელ მაისურაძე კი მეცხრე არხთან კომენტარს არ აკეთებს.