ირაკლი ალასანია პოლიტიკაში ბრუნდება

ირაკლი ალასანია პოლიტიკაში ბრუნდება

“2020NEWS“-ის ინფორმაციით, “თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებელი და ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკაში ბრუნდება.

ის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადებას, სავარაუდოდ, ნოემბერში გააკეთებს. იქედან გამომდინარე, რომ ირაკლი ალასანიასთან დაკავშირება, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება, “2020NEWS“-მა აღნიშნული ინფორმაცია “თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერთან ნინო გოგუაძესთან გადაამოწმა.

ნინო გოგუაძე ალასანიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებს და აცხადებს, მისი პოლიტიკაში დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით, უცნობია.

“ირაკლი ალასანია პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, ოღონდ არა უახლოეს მომავალში. ირაკლი ალასანიას გეგმებში პოლიტიკაში დაბრუნება 2020 წლის შემდეგ შედის, მაგრამ ვნახოთ, ყველაფერი იცვლება და შესაძლოა, ისე დრამატულად შეიცვალოს სიტუაცია, რომ მისთვის მიულოდნელი გადაწყვეტილებაც მიიღოს.

მე ირაკლი ალასანიასთვის მიკითხავს, 2020 წლამდე ხომ არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, რაზეც მან მიპასუხა, რომ ჯერ პოლიტიკაში დასაბრუნებლად მზად არ არის.

მე და ირაკლი ალასანია ვლაპარაკობთ პოლიტიაკზე და მინდა გითხრათ, რომ მისი მოსაზრებები ჩემი მოსაზრებებისგან არ განსხვავდება.

ირაკლი ალასანიას ხან ერთ, ხან მერე პარტიასთან აკავშირებენ, რაც ჭორია. პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში, ალასანია საკუთარ პარტიაში დაბრუნდება“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

“2020NEWS“-ის ინფორმაციით, ირაკლი ალასანია პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადებს, სავარაუდოდ, ნოემბერში გააკეთებს.

ჩვენი ინფორმაციით, ის “თავისუფალი დემოკრატების“ სახელით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

სოციალისტი ))) უბედურო საქართველო, რამდენი ადამიანი იბრძვის იმისათვის, რომ შენ გეპატრონოს... თუ დაგეპატრონოს?!! ირაკლი კარგი კაცია, ალბათ სხვებს აჯობებს! ისე მე თინა ხიდაშელი მირჩევნია ყველას! კარგი იქნება თუ ქალბატონი თინა დაიკავებს პრემიერ მინისრის პოსტს, ხოლო ბატონი დავითი დაბრუნდება პარლამენტის სპიკერის თანამდებობაზე. ერთხელაც მოგვესინჯა! )))
5 წლის უკან
amo ხუმრობთ ალბათ. ირაკლის მიეცა შანსი პარლამენტში მოხვედრის და ალბათ გამოიყენებს. რაც შეეხება ხიდეშელს, თუ ქართველები ჭკუით მოიქცევიან მაგის პარტია, ყველაფრის მიუხედავად, შეიძლება პარლამენტს გარეთ დარჩეს.
5 წლის უკან
სოციალისტი რა ვიცი, აბა რაც მე დავწერე ამას ჭკუათმყოფელი კაცი სერიოზულად როგორ იტყვის?! )))
5 წლის უკან
Maverick ბრუნდება, თორემ ისევ ქაქის სუნად არ ყარდეს, ვის რა ჭირად უნდა!
5 წლის უკან