ჩუგოშვილი: ქუცნაშვილს და ასამბლეის ორგანიზატორებს მცდელობა აქვთ, რომ პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალონ, ეს არ გამოუვათ

ჩუგოშვილი: ქუცნაშვილს და ასამბლეის ორგანიზატორებს მცდელობა აქვთ, რომ პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალონ, ეს არ გამოუვათ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოში მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა რომ უნდა გამართულიყო, ეს მთელი საზოგადოებისთვის რამდენიმე თვით ადრე იყო ცნობილი. პრობლემა ამ ასამბლეასთან დაკავშირებით კი გაჩნდა მაშინ, როდესაც რუსი დეპუტატი საზოგადოებამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილა.  ეს კი ზაქარია ქუცნაშვილის და ორგანიზტორების პასუხისმგებლობაა. თამარ ჩუგოშვილის თქმით, მას წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასამბლეა პარლამენტის შენობაში გაიმართებოდა.

ასამბლეის ჩატარების ადგილის და გავრილოვის შესახებ პოზიცია კი, ოპოზიციაზე ადრე დააფიქსირა.

„საპარლამენტო ასამბლეის ჩატარების ფაქტი, არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის იყო ცნობილი თვეებით ადრე, რადგან კომიტეტზე ამაზე ზაქარია ქუცნაშვილმა მოხსენება გააკეთა. პრობლემა ამ ასამბლეასთან დაკავშირებით გაჩნდა მაშინ, როდესაც რუსი დეპუტატი ვიხილეთ პარლამენტის თავმჯდომარის სკამში და როდესაც ეს მოვლენები განვითარდა. ეს იყო სწორედ შეცდომა და პრობლემა. თუ ამ ასამბლეის ორგანიზატორებს მცდელობა აქვთ, რომ პასუხისმგებლობა ვინმე სხვას გადააბრალონ, მაშინ ეს არ გამოუვათ, არ არის სამართლიანი და სწორი მცდელობა. დელეგაციის ხელმძღვანელის და ზაქარიას პასუხისმგებლობა იყო უკვე საორგანიზაციო საკითხები, როგორც დაორგანიზდა ეს ასამბლეა და როგორც წარიმართა, პრობლემაა ამაში და პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ ამაზე. ჩვენ ვართ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში, სადაც დასავლურ ქვეყნებთან ერთად არის რუსეთი, ასეთი არის მაგალითად ევროსაბჭოც,  ევროსაბჭოშიც მთელ ევროპულ ქვეყნებთან ერთად წევრად არის რუსეთი, ეს მოცემულობა გვაქვს და ეს უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვიწევს ისეთ ფორმატებში ურთიერთობა, სადაც რუსეთის არის წარმოდგენილი, ამიტომ, ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქვს მნიშვნელობა ისეთ დეტალებს, რა ჩატარდება, როგორ ჩატარდება, სად ჩატარდება და ა.შ. ეს იყო ის დეტალები, რომელიც უნდა გათვალისწინებულიყო ორგანიზატორების მხრიდან, არ მოხდა ამ ყველაფრის გათვალისწინება და შედეგი ყველამ ვიხილეთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

სოციალისტი აგერ კიდევ ერთი დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების შტატიანი თანამშრომელი. ფაქტი არ მაქვს, მაგრამ ჯეიმს ბონდზე მაქვს კინოები ნახული. იქ ლამაზი ქალბატონები სულ ნომრიანი აგენტები არიან! )))
5 წლის უკან