ქუცნაშვილი გავრილოვის ჩამოყვანას მამაჩემს აბრალებს

ქუცნაშვილი გავრილოვის ჩამოყვანას მამაჩემს აბრალებს

„ქუცნაშვილი გავრილოვის ჩამოყვანას აბრალებს მამაჩემს, რომელსაც პარლამენტში მხოლოდ გახმოვანების გამართულად მუშაობა ევალება“. - ასე ეხმაურება აქციების ციკლის, „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას, რომ მაქარაშვილის მამამ ჩაურთო გავრილოვს მიკროფონი.

"გაიცანით მამაჩემი, ნუკრი მაქარაშვილი. რამდენიმე თვეში 60 წლის ხდება. ფიზიკოსი, უმაღლესი განათლებით, მოხალისედ ნამყოფი ომში, სისხლის დონორი უწყვეტად 12 წლის განმავლობაში... ჰყავს მეუღლე, 2 შვილი, 1 შვილიშვილი, უამრავი მეგობარი და ზურგს უმაგრებს 22 წლიანი უწყვეტი სტაჟი საქართველოს პარლამენტში. მისი მოვალეობა მიკროფონების და ხმის გამაძლიერებლების გამართულად მუშაობაა, არც მეტი და არც ნაკლები. მუშაობს 6 ადამიანთან ერთად, გუნდურად და დაუზარლად. უმუშავია ზურაბ ჟვანიასთან, ნინო ბურჯანაძესთან, დავით ბაქრაძესთან, დავით უსუფაშვილთან, და ირაკლი კობახიძესთან და აგერ თალაკვაძის დროსაც მუშაობს. თან ისე მუშაობს რომ ჯერ 1 საყვედურიც არ აქვს პასივში. იცნობს ყველა ჟურნალისტი ვისაც პარლამენტში უმუშავია და ხშირ შემთხვევაში ის უფრო მეტად უყვართ ჩემს მეგობრებს ვიდრე მე. ასეთია უბრალოდ, უყვარს ყველა და სხვებისგანაც იგივეს იღებს ხოლმე როგორც წესი. ჰო და დღეს გამოვიდა ზაქარია ქუცნაშვილი და მორიგი მარგალიტი დააბრეხვა. აქციების ერთ-ერთი ლიდერის მამამ ჩასვა გავრილოვი სავარძელშიო და მიკროფონიც იმან ჩაურთოო. ზაქარია, ჯიგარო, ყ@@ობა ვის არ გაუკეთებია და მითუმეტეს ვის არ უთქვამს, მაგრამ აბა, დაფიქრდი ახლა რა მასშტბის სირობას ამბობ? თმის ღერი რომ ჩამოვარდეს მამაჩემს, პირობას ვდებ მთელს ჩემს დროს და ენერგიას იმას მივუძღვნი, რომ ძალიან სამაგალითოდ გაგებინოთ პასუხი! მამი, შენ პატიოსნად მუშაობა გააგრძელე, ვერავინ მოგვერევა."- წერს მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს 4 ოქტომბერს ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ აქციის ერთ-ერთი ლიდერის მამამ ჩაურთო გავრილოვს მიკროფონი და შესაძლოა თავმჯდომარის სკამიც სწორედ მან დაუდო. „პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში როგორ აღმოჩნდა გავრილოვი, მიკროფონი ჩაურთო და შეიძლება სკამიც დაუდო აქციების ერთ-ერთი ლიდერის მამამ“, — განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

 

tngh ძვირფასო "მაქარ"... ეს 20%, რომ გაქვთ აკრული შენ და ხოშტარიას, იქნებ აგვიხსნათ, ვინ დაკარგა ეს ტერიტორიები??? "ოცნებამ" თუ "ნაცებმა"... ამით იყიდებით... "პაკაზუხები" ხართ. იმ დროს ხმაც არ ამოგიღიათ სამარცხვინო "სირცხვილიას" წევრებს...
5 წლის უკან