რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლა, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს, საერთაშორისო ვალდებულებაა

რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლა, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს, საერთაშორისო ვალდებულებაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, პრობლემა არა რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლა, არამედ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა იყო, რასაც თავად ზაქარია ქუცნაშვილიც არ მოელოდა.

მისი თქმით, რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლა, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს, ეს საერთაშორისო ვალდებულებაა.

"მანდატის დატოვება ვფიქრობ, სწორი გადაწტვეტილება იყო. და პარლამენტის თავმდჯომარის გადადგომაც იყო იმ პასუხისმგებლობის დემონსტრირება, რომელიც გააჩნია მას. ფაქტი, რომ რუსეთის ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩამჯდარიყო ეგეთი ფაქტი საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა. ეგ არის თემა. პრობლემა დელეგაციის ჩამოსვლაში კი არაა, რაც არ უნდა დაპირისპირებული იყვნენ სახელმწიფოები საერთაშორისო ვალდებულებაა დელეგაციის მიღება. თვითონ სავარძელში ჩაჯდომის ფაქტი არის თემა. მან თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა"- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

Maverick ჩხუბის შემდეგ გალახული მუშტებს რომ იქნევს და უსინდისოდ ქვეშ გამოდის ისაა უფრო დიდი უნამუსობა, ასევე კომენტარების კეთება და თავის მართლება...
კი მაგრამ ამდენ სიბრძნეს რომ აფრქვევ ვოლსკი ბატონი, დაგედგა ქემაინც ერთი ფეხმორყეული ტაბურეტკა სადმე კუთხეში და იქ ჩამოდგეკიდა ტრაფარეტი გავრილოვის სახელწოდებით.
ჭეშმარიტად დიდი მიგნებით აქვთ ნათქვამი ჩვენ წინაპრებს, "სხვა, სხვის ომში ბრძენიაო!"-ოოოოოოოოოოოო
5 წლის უკან