საქართველოსთან ფრენების აღსადგენად შესაბამის სიტუაციას უნდა დაველოდოთ

საქართველოსთან ფრენების აღსადგენად შესაბამის სიტუაციას უნდა დაველოდოთ

რუსეთმა და საქართველომ უნდა დააფიქსირონ ის მომენტი, რომელიც ავიამიმოსვლის აღდგენისთვის შესაფერისი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შეიძლება, პოზიტიურ ფაქტად ჩაითვალოს.

ჟურნალისტების კითხვას, თუ როდის აღდგება საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა შემდეგი პასუხი გასცა:

„როდესაც გახდება ცხადი, რომ სიტუაცია აგრესიულ კალაპოტში აღარ დაბრუნდება. შეიძლება, აღინიშნოს კომუნიკაციის პირველი მაგალითი. თქვენ იცით ორი საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში შედგა. ეს პოზიციტიური ფაქტია. ამასთან ერთად, საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკოსი შეხვედრას აგრესიულად შეხვდა, მაგრამ ახლა მოთმინება უნდა მოვიკრიბოთ და დავაფიქსიროთ ზუსტად ეს მომენტი, რომელის ავიამიმოსვლის აღდგენისთვის შესაფერისი იქნება", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.