მამა პეტრე კოლხი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
"ყველა ავადმყოფობა სულიერი მდგომარეობიდან მოდის. თუ სულს აკონტროლებ და მუდმივად ავარჯიშებ, არც ერთი ხორციელი დაუძლურება არ მოგეკარება, ადამიანი რასაც შიგნიდან უშვებს კოსმოსში, სწორედ ის უბრუნდება. მისი სულიერი მდგომარეობა რა შეგრძნებებს და ემოციებსაც ატარებს, სწორედ იმ გარემოში უწევს თანაცხოვრება. უამრავი, გამოუვლენელი ბოღმის, აგრესიის, სიძულვილის მსხვერპლი ხდება. ვიღაცაზე გაბრაზებული, თოთქოს გარედან არ იმჩნევს, ე.წ. სიმშვიდის შენარჩუნების ხარჯზე, სინამდვილეში შიგნით ინგრევა, მოსვენება ეკარგება და საბოლოოდ ფიზიკურადაც ეტყობა. დადის გაორებული, მუდამ დაფიქრებული, რეალობას მოწყვეტილი, ნახევრად მკვდარი. ეს ყველაფერი კი იმ დაფარული ემოციების შედეგია, რომელსაც თავის დროზე გამოვლენა აუკრძალა. ადამიანი საკუთარ თავთან, სამყაროსთან ბოლომდე უნდა იყოს გულწრფელი. სწორედ აქიდან იწყება პირველი თერაპია. ამის მერე შეიძლება უმკურნალოს საკუთარ თავს. პრეპარატების მიღება თავის მოტყუებაა, თუ ძირეული მკურნალობა არ გადაწყდა.
დღეს ისედაც იშვიათია დალაგებული ფსიქიკის ადამიანი. უმეტესაც სუსტი, უნებისყოფოები ვერ უძლებენ გამოწვევებს და ადვილად ეგუებიან მათ მიერ შეცდომით არჩეულ ცხოვრების წესს. ვითომ სიმშვიდის შენარჩუნების ხარჯზე. ასეთი სიმშვიდე კი, წყალსაცავს გავს. თუ ჯებირი დაირღვა, წყლის ტალღა და ქარიშხალი ერთდროულად მოუღებს ბოლოს გარშემო ყველაფერ.. ამიტომ, როცა ბედნიერი ხარ, უნდა გამოავლინო და იყო ბედნიერი. როცა გეტირება, კომპლექსებს მოერიე და აუცილებლად იტირე. თუ გეცინება, შეზღუდვების გარეშე იცინე. ნუ უსმენ, ვინ როგორ გაკომპლექსებს. თავად ავად არიან და შენც დაგაავადებენ. ნუ დარჩები იქ, სადაც იტანჯები.
მოკლედ, ნუ იქნები ხელოვნური. მოამზადე საკუთარი თავი, ყოველთვის იყოს ბუნებრივი და სიჯანსაღეს ბოლომდე შეინარჩუნებ. დაავადებებსაც თავისთავად მიეხედება, მედიკამენტების, ქირურგიული ჩარევების გარეშე, რადგან ცუდად ყოფნის დროს, თქვი, რომ ცუდად ხარ და დახმარება გჭირდება. ნიშნის მოგებით ნათქვამი - „კარგად ვარ", მხოლოდ დამძიმებულ ადამიანებს სჩვევიათ", - წერს პეტრე კოლხი ფეისბუქზე.