პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი "ლელოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ხაზარაძე ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, შესაძლოა, ხაჭაპურს კარგად აცხობს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა.
"ადამიანები, რომლებიც საკუთარ თვალში ლურსმანს ვერ ამჩნევენ, სხვის თვალში ბეწვის ძიებაში არიან. მამუკა ხაზარაძის განცხადება, შესაძლოა, არ მოგეწონოს, ეს ესთეტიკის საკითხია და პირადად ძალიან კარგ ხუმრობად არ ჩამითვლია, მაგრამ ხაზარაძის განცხადებაში ძალიან უნდა მოინდომო, რომ სექსიზმი დაინახო. ვინც ამბობს, რომ ეს არის სექსიზმი და ხაჭაპურს აკავშირებს ქალთან, ვფიქრობ, რომ მის დასკვნაში უფრო მეტი სექსიზმია, ვიდრე ხაზარაძის განცხადებაში",- განაცხადა გია ხუხაშვილმა "2020NEWS" -თან.
ცნობისთვის, გუშინ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთმა დამფუძნბელმა მამუკა ხაზარძემ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მისამართით თქვა, რომ შესაძლოა, ის ხაჭაპურს კარგად აცხობდეს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა.