დამოუკიდებელი დეპუტატს ეკა ბესელიას ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილის მიმართ „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის შეფასება არ მოეწონა.
დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაია ცქიტიშვილზე დადებითი წარმოდგენა არ აქვს, მამუკა ხაზარაძის მიმართვა მაინც არ მოეწონა. თუმცა, ეკა ბესელია აქვე დასძენს, რომ როდესაც ადამიანი პირადად შეგეხება, მაშინ არ უნდა გაგახსენდეს, რომ ასეთი თემების მიმართ მგრძნობიარე უნდა იყო.
"ჩემთვის შინაგან ბარიერს ის სამართლიანი პროტესტი არ ქმნის, რომელიც ჩემს მიმართ მაია ცქიტიშვილის მიერ გამოთქმულ პოზიციას მოჰყვა. ეს ვერანაირ ჩარჩოსა და ფარგლებში ვერ მოთავსდება იმდენად მძიმე მოსასმენი იყო და იმის მიუხედავად, რომ მასზე დადებითი წარმოდგენა არ მაქვს, არ მიჭირს, ვთქვა, რომ მამუკა ხაზარაძის მიმართვა არ მომეწონა, მაგრამ როცა ადამიანი პირადად შეგეხება, მაშინ არ უნდა გაგახსენდეს, რომ ასეთი თემების მიმართ მგრძნობიარე უნდა იყო. მას როგორც ქალს ევალება, რომ სოლიდარული იყოს, როცა საქმე ქალ პოლიტიკოსებს ეხება. ის შეიძლება, აკრიტიკო - როგორი მინისტრია, საქმეს როგორ აკეთებს და როგორი გამონათქვამები აქვს, ცუდი გამონათქვები აქვს, მაგრამ მის მიმართ ასეთი მიმართვა, არ ვარგა. კარგი იყო, რომ მამუკა ხაზარაძემ განმარტებები გააკეთა. საზოგადოების დიდი ნაწილის პირველი რეაქცია ნეგატიური იყო, წინა გამონათქვამებს იხსენებდნენ ივანიშვილის და ა.შ. მგონია, რომ დღეს ეს პრობლემაა“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.