ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ქართველმა, უკრაინელმა და პოლონელმა აქტივისტებმა სესიის დარბაზში თავიანთი ქვეყნების დროშები გამოფინეს და რუსეთის დელეგაციის წევრს სიტყვა შეაწყვეტინეს. ამით აქტივისტებმა ევროპარლამენტში რუსული დელეგაციის დაბრუნება გააპროტესტეს.
მათი თქმით, რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო და საპარლამენტო ასამბლეისთვის სირცხვილია ორგანიზაციაში კრემლის უპირობო დაბრუნება. ევროსაბჭოში რუსეთს ხმის უფლება 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის გამო ჰქონდა ჩამორთმეული. ამის გამო, რუსეთი წლების განმავლობაში ევროსაბჭოში საწევრო გადასახადსაც კი არ იხდიდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კი მიმდინარე წლის 26 ივნისს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება აღიარა.
კენჭისყრის შედეგების თანახმად, რომელსაც 116 მომხრე და 16 წინააღმდეგი ჰყავდა, რუსეთის სათათბიროს წევრები საპარლამენტო ასამბლეაზე სრულფასოვან მუშაობას დაუბრუნდნენ. დელეგაცია ასევე მონიტორინგის და ასამბლეის სხვა კომიტეტების მუშაობაში ჩაერთო.