ძარცვის მცდელობა თბილისში. პეკინის 22 ნომერში კაცი მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში შეჭრას სახურავიდან ცდილობდა. ბინის მფლობელები ამ დროს შინ იმყოფებოდნენ.
მათ საავარაუდო მძარცველი აივანზე გამოკეტეს და 112-ში დარეკეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა კაცი დააკავეს.