საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ დებატებზე მხოლოდ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილთან დაჯდება.
მოკლე კომენტარი ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც "ლელოს" დამფუძნებელი დებატებში გამოიწვია.
ცქიტიშვილმა პროკურატურას მოიწოდა დაინტერესდეს ხაზარაძის განცხადებით, რომ ინფორასტრუქტურის სამინისტროში კორუფციაა.
მამუკა ხაზარაძე კი ამბობს, რომ "პროკურატურა და სასამართლო ხელისუფელებას ემსახურება".
"ეს კლანი უნდა დაიშალოს და ცქიტიშვილისნაირები თუ არ გავუშვით სახლში ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება. არ ვაპირებ (ცქიტიშვილთან დებატებს), მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან"- აცხადებს ხაზარაძე.