რამდენიმე დღის წინ უკრაინელი ჟურნალისტის, სავიკ შუსტერის გადაცემაში „Свобода слова“, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირდაპირი ეთერით ჩაერთო. საუბრისას მან კამათი დაიწყო გადაცემაში მიწვეულ სხვა რესპონდენტთან, რა დროსაც სააკაშვილს კატა მიუახლოვდა, მან კი ცხოველი მიწვეულ საზოგადოებას გააცნო.
„ეს კატა ამ გადაცემის ბედნიერების სიმბოლოა“, - განაცხადა წამყვანმა სავიკ შუსტერმა.