ინტერესთა კონფლიქტის გამო, ნათია ლაზაშვილის მეუღლე გიორგი ფრუიძე სამსახურს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” კომუნიკაციების კომისიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ინტერესთა კონფლიქტი კი გამოიხატება იმაში, რომ ფრუიძე კომუნიკაციების კომისიის წევრია, მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად კი, კომუნიკაციების კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომლის ოჯახის წევრიც ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.