გამარჯობა ანგი! “– ასე იწყება საერთო გაზეთის რედაქტორ ვახტანგ ხარჩილავას წერილი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელ ანგი ხუციშვილს ეხება.
“2018 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „საერთო გაზეთი“ ღიად უჭერდა მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. რედაქციის სურვილს, არჩევნებში კგბ-ს კადრს, ფაქტობრივად, რუს პოლიტიკოსს ვაშაძეს არ გაემარჯვა, საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილის განწყობაც დაემთხვა.
თითქმის სამი თვის განმავლობაში ნომერი არ გამოსულა, სადაც ზურაბიშვილის მხარდამჭერი სამი-ოთხი მასალა არ დაბეჭდილიყო.
ამ მასალების ავტორები თუ ჩვენი რესპონდენტები ავტორიტეტული, პატივსაცემი ადამიანები იყვნენ, რომელთა სიტყვასაც საზოგადოება ანგარიშს უწევს და ყურს უგდებს.
ვიფიქრე, საქმისთვის სასიკეთო და სასარგებლო იქნებოდა თუ ამ წერილებს არა მარტო ჩვენი გაზეთის მკითხველები, არამედ უფრო ფართო აუდიტორია გაეცნობოდა.
დავრეკე ზურაბიშვილის საარჩვენო შტაბში.
იქ ერთმა მეორესთან გადამამისამართა, მეორემ _ მესამესთან, იმ მესამემ კი მითხრა: მე ახლა თქვენთან იმ ადამიანს დავარეკინებ, რომელიც ამ საქმეს კურირებსო.
ცოტა ხანში მართლაც დამირეკეს.
ზუსტად გადმოგცემთ ახლა იმ საუბრის ტექსტს:
- მთხოვეს, რომ თქვენთან დამერეკა. ვინ ბრძანდებით თქვენ და რა გნებავთ?
- მე ვარ ვახტანგ ხარჩილავა, “საერთო გაზეთი”-ს მთავარი რედაქტორი…
- ეს ”საერთო გაზეთი” საიტია თუ ჟურნალი?
- „საერთო გაზეთი“ ჟურნალი როგორ იქნება, გაზეთია.
- რას ბეჭდავთ, მერე, ამ გაზეთში?
-გაზეთში რას უნდა ვბეჭდავდეთ? ვბეჭდავთ წერილებს, ინტერვიუებს, სხვადასხვა სახის მასალებს.
- ჩვენგან რა გნებავთ?
- ჩვენ სისტემატურად ვაქვეყნებთ ქალბატონი სალომეს მხარდამჭერ მასალებს. კარგი იქნება, თუ ამ მასალებს თქვენს საიტებზეც გადაიზიარებთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნობთ. ელექტრონულ ვერსიას თქვენს ფოსტაზე გადმოგიგზავნით და გაავრცელეთ.
- არ ვიცი, რამდენად მოხერხდება ეს…
- მოუხერხებელი რა არის? არაფერს არ ვითხოვთ თქვენგან… გამზადებულ მასალებს გადმოგიგზავნით და თქვენს საიტებზე განათავსეთ.
- არა, არა, არ გამოვა ეს ამბავი…
- რა გქვიათ თქვენ?
- მე ანგი ვარ, ხუციშვილი.
- ანგი ხუციშვილო, დამთავრდეს არჩევნები და აუცილებლად გავარკვევ, როგორ მოხვდით თქვენ მანდ… - ასე დამთავრდა ჩემი საუბარი ვინმე ანგისთან.
ანგისთან საუბარმა გაოცებული და პირდაღებული დამტოვა, თუმცა არჩევნების დამთავრების მერე გაბრაზებამ გამიარა და ანგის მოძებნა და მისი ვინაობის დადგენა არ მიცდია, თუმცა ბედმა ისე ინება, რომ ანგი თვითონ გამომეცხადა ტელეეკრანებიდან.
როგორც ირკვევა, სწორედ ბატონი ანგი ბრძანდება ის პირი, ვინც უშუალოდ არის დაკავშირებული პრეზიდენტის მიერ შეწყალებული სამი მკვლელის სკანდალურ საქმეებთან.
პრეზიდენტის საპარალამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ პირდაპირ ხელი დაადო პატივცემულ ანგის - შეწყალების დეპარტამენტს, რომელსაც შესაწყალებელ პირთა დოკუმენტაციის მომზადება ევალებოდა, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კურატორობდაო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კი სწორედ ის ანგი ხუციშვილი ბრძანებულა, რომელიც გაზეთს ჟურნალისგან ვერ არჩევს და რომელმაც არჩევნების დროს ჩვენი მცდელობა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის რაღაცით დაგვეჭირა მხარი, დაბლოკა.
მოგვიანებით გავიგე, ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში მხოლოდ `საერთო გაზეთის~ მიმართ არ გამოუყენებიათ „რეპრესიული“ მეთოდები, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და შტაბში მისულ ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, თურმე სხვადასხვა მოტივებით იშორებდნენ თავიდან.
თქვენ გახსოვთ ტელევიზიების მიერ გავრცელებული კადრი - სალომე ზურაბიშვილთან ახალგაზრდა კაცს ქაღალდების დასტა რომ შეაქვს ხელმოსაწერად და პრეზიდენტიც ხელს აწერს?!
აი, ეს ახალგაზრდა კაცია ანგი ხუციშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, შეწყალების დეპარტამენტის კურატორი.
პროკურატურამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო და იმედია, ანგი ხუციშვილსაც მოუწევს იმის თქმა, როგორ და რა გზებით მოხერხდა პრეზიდენტისთვის ხელი მოეწერინებინათ შესაწყალებელთა ისეთ სიაზე, რომელმაც მთელი საქართველო აღაშფოთა, გააოცა და გააოგნა თავისი ალოგიკურობით და არაადექვატურობით.
თუმცა ამ ალოგიკურ ამბავში მაინც არის ერთი მყარი ლოგიკა - იქ, სადაც ადამიანების ბედს ხუციშვილისნაირი „პროფესიონალი“ კადრები წყვეტენ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
აკი, მოხდა კიდევაც და მოხდა ისეთი მავნებლობა, რამაც არა მარტო პრეზიდენტის იმიჯს მიაყენა გამანადგურებელი დარტყმა, არამედ მთელი ქართული სახელმწიფო შეარყია და შეაჯაჯღარა.
ხედავთ, რა შეძლებია ერთ ხუციშვილს?!
სანამ ხუციშვილის ფიგურა ამოტივტივდებოდა, მანამდე კიდევ ერთ სკანდალი მოხდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი ნოდარიკო მელაძესთან განსაკუთრებულ მეგობრობაში იქნა მხილებული, კიდევ რამდენი ხუციშვილი და მოისწრაფიშვილია პრეზიდენტის ადმინისტრაციის კაბინეტებში თბილად და ტკბილად მოკალათებული, არავინ იცის.
თქვენ კიდევ რამდენი ასეთი ასეთი ხუციშვილი გყავთ, ძვირფასო `ქართულო ოცნებავ~, სახელმწიფო სტრუქტურებში, თქვენს პარტიულ სტრუქტურებში?
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმის მაინც არ გეშინიათ, რომ ერთ სამწუხარო დღეს შეიძლება ანგი ხუციშვილებმა აგაფეთქონ?
ერთმა ხომ აგაფეთქათ უკვე. საჭირო მომენტში არც სხვები დაიხევენ უკან…
“ქართული ოცნება” თავის დროზე “ნაცმოძრაობის” მიერ ჩანერგილი და “ქართული ოცნების” მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ “პლენში ჩარჩენილების”, გზაში წამოწეულების, პორტირებულების, სადაქალო-საძმაკაცო წრეებიდან დასაქმებული “პროფესიონალი” კადრებისგან თუ არ გაიწმინდა, ერთხელაც იქნება