"მიშა მხოლოდ ჯვარს კი არ ატარებს, მისი ინიციატივითაა საქართველოს დროშაზე ხუთი ჯვარი"

“თავისუფალი ზონის” ხელმძღვანელი კობა ხაბაზი მიხეილ სააკაშვილის მიერ მართლმადიდებლობაზე გაკეთებულ განცხადებას და საზოგადოების ნაწილის კრიტიკას ეხმიანება.

"დიახ, ადამიანი თავისი წარსულის ჯამია, ერი კი ისტორიის, ერის ყველა მახასიათებელი პრეისტორიული ეპოქიდან იღებს სათავეს, ჟამთა მდინარება ქმნიდა, ხვეწავდა, აყალიბებდა ენას, მამულს, სარწმუნოებას. ვერავინ იტყვის ამ სამთაგან რომელს უფრო მეტი წილი აქვს ჩვენი ერის ფორმირებაში, იმ ერის, რომელიც ესოდენ გვიყვარს და რომლის შვილობითაც ვამაყობთ.

მიშას სიტყვები, რომ ტრადიციების ერთგულია, სწორედ ამის გააზრების შედეგია ყველა, ვინც მიშას სიტყვებზე ქილიკობს, კარგად გაიხსენეთ რა კითხვა დასვა მიშამ ამ თემაზე საუბრისას, როცა საქართველოს დროშის გახსენება სთხოვა ნიკას და ეკას. ასე, რომ ვისაც გეუხერხულათ მიშას ფრაზა, რომ ის ჯვარს ატარებს, მიშა ჯვარს კი არ ატარებს მხოლოდ, მისი ინიციატივით საქართველოს დროშაზე ხუთი ჯვარია დატანებული, იმ დროშაზე, რომელიც ასე გვიყვარს და რომელზეც საქართველოს ერთგულების ფიცს ვდებთ.” – წერს კობა ხაბაზი.

სოციალისტი შესანიშნავი, ულამაზესი დროშაა საქართველოს დროშა! სწორედ ისეთია როგორიც უნდა იყოს! დიდი მადლობა მას ვინც ის მენშევიკების დროშა მოგვაცილა და ეს დროშა დააკანონა! მიშამ გააკეთა?! - მადლობა მიშას, დიდი მადლობა!
5 წლის უკან
tngh ის დროშა, შესანიშნავმა მოქანდაკემ და მსახიობმა, ბ-მა ჯუნა მიქატაძემ შექმნა ჯერ კიდევ XX საუკუნის (80-90)-ანი წლების მიჯნაზე და "ნაცებმა" მიშას თამადობით მიითვისეს... ბ-ნი ჯუნა საავტორო უფლებაზე XXი საუკუნის დასაწყისში გარდაცვალებამდე იბრძოდა...
5 წლის უკან
tngh ის დროშა, შესანიშნავმა მოქანდაკემ და მსახიობმა, ბ-მა ჯუნა მიქატაძემ შექმნა ჯერ კიდევ XX საუკუნის (80-90)-ანი წლების მიჯნაზე და "ნაცებმა" მიშას თამადობით მიითვისეს... ბ-ნი ჯუნა საავტორო უფლებაზე XXი საუკუნის დასაწყისში გარდაცვალებამდე იბრძოდა...
5 წლის უკან