"არ გამოვა ბატონი მამუკასგან პოლიტიკოსი, - გამორიცხულია"

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის სიტყვებს ეხმაურება:

"ქალბატონ მაია ცქიტიშვილთან ერთად 14 თვის განმავლობაში მომიწია მუშაობა...

შემიძლია ვთქვა, რომ საუცხოო ბუნების, პასუხისმგებლობის მქონე და საქმეში (რაც ევალებოდა) კვალიფიციური ადამიანია.

არ არსებობს რაიმე პარამეტრი, რომელიც ბატონ მამუკა ხაზარაძეს ოდნავ მაინც უკეთესი ჰქონდეს, ვიდრე ქალბატონ მაიას, ხოლო ბ-ნი მამუკას განცხადება არანაირ ნორმალურ შეფასებაში არ ჯდება!

აქედან მოკლე დასკვნა:

არ გამოვა ბატონი მამუკასგან პოლიტიკოსი, - გამორიცხულია... რასაც აკეთებდა, უმჯობესი იყო გაეგრძელებინა, რადგან მისი მდგომარეობა მას წონას აძლევდა... პოლიტიკა მას სრულ უწონო მდგომარეობამდე მიიყვანს...”