ამ ქვეყანაში თუ ვინმე

ამ ქვეყანაში თუ ვინმე "დააჩმორა" ბიძინამ, ეს მოსამართლეები არიან

გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი, ივანიშვილს მიმართავს, რომ ის უკვე ამ ქვეყნის სისხლიანი წარსულია და ასეთად ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში. იგი ირაკლი ოქროაშვილის პატიმრობაში დატოვების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა მოსამართლეები დააჩმორა:

"ქვეყანაში თუ ვინმე დააჩმორა ბიძინამ, ეს მოსამართლეები არიან.

სასამართლოზე მოსამართლეები გვიყურებენ, მაგრამ არ გვისმენენ, რა ქნან, არ არის ადვილი ბიძინას ბრძანების არ შესრულება.

ცუდად იქცევი, ბიძინა, შენი ტვინი არ გყოფნის, მრჩეველი მუდმივად კაიფში გყავს, თორემ გეტყოდა გურიაში და იმერეთში ქოცების პარტაქტივის შეკრებას და იძულებით გაღიმებას გირჩევნია, ღმერთს შეხედო და უდანაშაულო პოლიპატიმრები გაათავისუფლოო. ან კიდე რა იცით თქვენ, რომ ღმერთი არსებობს.

ცუდად იქცევი, ბიძინა, და სისხლიანი 20 ივნისი მხოლოდ შენ მოგეწერება. შენი ქველმოქმედების კიდევ შენივე ხალხს აღარ სჯერა.

კიდევ ერთხელ და ხმამაღლა გეუბნები, რომ ვერ შემაშინებ ვერც მე და ვერც ქართველ ერს. შენ უკვე ამ ქვეყნის სისხლიანი წარსული ხარ და ასეთადაც ჩაიწერები საქართველოს ისტორიაში.

#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!

#ირაკლიპოლიტპატიმარია!" - წერს გურამ ჩალაგაშვილი სოციალურ ქსელში.

amo რამდენ უტვინოს იტანს ეს ქვეყანა.
5 წლის უკან