“ხაზარაძეს უნდა ეთქვა, მეც კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, მაგრამ ხაჭაპურის ცხობის გარდა 1 მილიარდიანი “თიბისი ბანკი“ შევქმენიო“

“ხაზარაძეს უნდა ეთქვა, მეც კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, მაგრამ ხაჭაპურის ცხობის გარდა 1 მილიარდიანი “თიბისი ბანკი“ შევქმენიო“

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან მიმართებაში გენდერულად დაუბალანსებელი განცხადება გააკეთა.

თუმცა, დეპუტატი მამუკა ხაზარაძის ამ განცხადებას მის პოლიტიკურ გამოუცდელობას უკავშირებს.

„რა თქმა უნდა, ჯობდა, გენდერულად დაბალანსებული განცხადება ყოფილიყო. მას უნდა ეთქვა, რომ მეც კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, მაგრამ ხაჭაპურის ცხობის გარდა 1 მილიარდიანი „თიბისი ბანკი“ შევქმენი და ქალბატონი მაია ჩემზე უკეთ აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ ინფრასტრუქტურის სამინისტროში სავალალო მდგომარეობაა. ამ შემთხვევაში გაგებული იქნებოდა არა ისე - შედი ქალო „კუხნაშიო“, არამედ გაგებული იქნებოდა, მნიშვნელობა არ აქვს ქალია თუ კაცი, ყველა უნდა აკეთებდეს თავის საქმეს კარგად, ეს იქნება სამზარეულოში, თუ ეს იქნება სამინისტროში. მას რომ ეთქვა, არ აქვს მნიშვნელობა ქალი სამზარეულოში იქნება თუ სამინისტროში, ქალიც ისეთივე ძლიერი უნდა იყოს თავის ადგილას, როგორც კაცი, ყველა ტაშს დავუკრავდით. მაგრამ, მოუვიდა კაცს შეცდომა, ერთი თვეა, რაც პოლიტიკაშია და მიხვდება, რომ ზოგიერთი სახის გამონათქვამები პოლიტიკას არ უხდება“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ და აქვე დასძინა, რომ ჯობია, მამუკა ხაზარაძემ შეცდომა აღიაროს და არა რაღაც ფორმით გაამართლოს მისი განცხადება.