„დიახ, ბატონო მამუკა, ჩვენ ხაჭაპურსაც კარგად ვაცხობთ!“

„დიახ, ბატონო მამუკა, ჩვენ ხაჭაპურსაც კარგად ვაცხობთ!“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ინფერასტრუქტურის მინისტრი გააქილიკა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“, - რაზეც სოფიო ქაცარავასგან პასუხი სოციალურ ქსელშივე დაიმსახურა:

„დიახ, ბატონო მამუკა, ჩვენ 21-ე საუკუნეში მცხოვრები ქალები ვართ, რომლებიც ხაჭაპურსაც კარგად ვაცხობთ და პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ვმონაწილეობთ, მიუხედავად იმისა მოგწონთ თქვენ ეს, თუ არა. თან ქართულ ტრადიციებს და ევროპულობას იჩემებთ და თან დისკრიმინაციულ განცხადებებსაც არ ერიდებით - ერთი მეორესთან შეუთავსებელია“, - დაწერა სოფიო ქაცარავამ.