მე სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნებს ვიცნობ, მაგრამ მათ შინაარსზე ღიად ვერ ვისაუბრებ - ამის შესახებ თეა წულუკიანმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ექსპერტიზის დასკვნის საპასუხოდ ისაუბრა.
მისი თქმით, პატიმარს, რომელი საექსპერტო ორგანიზაცია ჩაუტარებს ექსპერტიზას ეს თავად პატიმრის გადასაწყვეტია.
„მე სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნებს ვიცნობ, მაგრამ მათ შინაარსზე ღიად ვერ ვისაუბრებ ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ პატიმრები, ხშირად ითხოვენ ხოლმე ალტერნატიულ ექსპერტიზას. ამ შემთხვევაშიც ალტერნატიული ექსპერტიზა არის მოთხოვნილი და თუ ეს ექსპერტიზა ჩატარდება ამის შემდეგ გადაწყდება დარჩება თუ არა პატიმარი მეთვალყურეობის ქვეშ. ექსპერტიზას, რომელი ორგანიზაცია ჩაუტარებს ჩვენ ამაში არ ვერევით ამას პატიმარი წყვეტს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ერთ-ერთი დასკვნა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მამალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეწინააღმდეგება.