“კოორდინირებული მუშაობა შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში გამოწვევები ბევრია, მაგალითად, ლარის კურსი, რომელიც ყველას კარგად გვესმის, რომ სოციალურ კონტექსტში პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ კოორდინირებული მუშაობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის მათი მანდატების შესაბამისად, გაგრძელდება და ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი“,- ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საბანკო სისტემაში გამოთავისუფლება 700 მილიონი სავალუტო რესურესი, რომელიც ეკონომიკას მიეწოდება.
“ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც განაკვეთის ზრდის, ასევე, ინტერვენციები, რაც მთავარია, უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების თაობაზე, სრულად არის მხარდაჭერილი საქართველო მთავრობის მხრიდან. ჩვენ საბანკო სისტემაში გამოთავისუფლება, დაახლოებით, 700 მილიონი სავალუტიო რესურესი, რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას, ამისთვის საქართველოს მთავრობა უკვე შემდგომი კვირიდან დაიწყებს პირდაპირ სექტოლარულ შეხვედრებს ბიზნესთან, რათა ყველა ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება დროში გააჭიანურს ან რესურესების ათვისება და მეტი დინამიკს შემოტანა ჩვენს ეკონომიკაში იყოს აღმოფხვრილი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.